Thursday, July 8, 2010

„როგორია ბერლინის ისტორიული წარსული?“


მთავარი თემა :
„როგორია ბერლინის ისტორიული წარსული?“

მნიშვნელობა¬/აქტუალობა :
გააღრმავებს მოსწავლეთა ცოდნას გერმანიის დედაქალაქის შესახებ.საშუალებას მისცემს მოსწავლეებს პარალელები გაავლონ სხვა ქალაქების ისტორიულ წარსულთან.შეიტყობენ აქამდე უცნობი მოვლენებისა და ფაქტების შესახებ. მიზნები და შედეგები:უცხ.ს.II.31.მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს.

 მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
 გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს.
 მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს.
 ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას,განსაზღვრავს თუ რა ციდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად.
 გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს.
 გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს ,შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას.
 შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას.
 განახორციელებს პროექტს.
 გადის რეპეტიციას,აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე,კომენტარების,შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს,შეაქვს შესწორებები.
 შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

შეფასების საგანი და პროცედურები:
ისტ–ის გამოყენება,ჯგუფში თანამშრომლობა,ბიბლიოთეკის გამოყენება,მასალების მოძიება,კვლევა,პრეზენტაცია.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ:
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული საბაზისო ცოდნა ბერლინის შესახებ, უნდა შეეძლოთ სხვადასხვა წყაროებიდან სასურველი ინფორმაციის ამოღება,მოძიებული ინფორმაციის დაჯგუფება და სრული ფორმით გადმოცემა.საჭირო პლაკატების,რუკების და სურათების გამოყენება.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო:
სახელმძღვანელო–Optimal A2,ისტორიული წყაროები,რუკები,სურათები,პლაკატები,
კალამი,რვეული,კომპიუტერი,საძიებო საიტები–google.com ,Wikipedia.net

სასწავლო პროექტის მსვლელობა:
გავაცნობ მოსწავლეებს მომავალი პროექტის სავარაუდო თემებს.მოსწავლეები აირჩევენ რამოდენიმე სავარაუდო ვარიანტს, მსჯელობის შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ჩამოყალიბდებიან საბოოლოო ვარიანტზე.
შემდეგ კლასს დავყოფ საპროექტო ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს მივცემ კონკრეტულ დავალებას და ჯგუფებში გადავანაწილებ მოვალეობებს.–(ერთი გაკვეთილი)
მოსწავლეები მასალებს მოიძიებენ ინტერნეტში.–1 დღე
იმუშავებენ ბიბლიოთეკის დახმარებით,მოიძიებენ ისტორიულ მასალებს.-1 დღე
იმუშავებენ ერთობლივად,მოახდენენ მოძიებული ფაქტების და მოვლენების შეჯერებას და ნამუშევარს გაამზადებენ საპრეზენტაციოდ.-1დღე
ბოლოს კი მიღებულ პროდუქტს გაუკეთებენ პრეზენტაციას.დასკვნით ეტაპზე
მოხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება.-1დღე